ემბიჯი ლოჯისტიკა - მაშინ, როცა გჭირდება
ჩვენი მიზანია, გავხდეთ თქვენი სანდო პარტნიორი და ხელი შევუწყოთ თქვენი ბიზნესის ეფექტიანობის ზრდასა და ლოჯისტიკური ხარჯების ოპტიმიზაციას
შეკვეთის გაფორმება
თქვენი ტვირთვის საიმედო გზა დანიშნულების წერტილამდე
MBG Logistic
ემბიჯი ლოჯისტიკა (MBG Logistics) – თქვენი საიმედო პარტნიორი გადაზიდვებში
ემბიჯი ლოჯისტიკა არის პროფესიონალური სატრანსპორტო კომპანია, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს ტვირთების უსაფრთხო და ეფექტურ გადაზიდვას საქართველოს მასშტაბით. ჩვენი საქმიანობის მთავარი მიზანია ბიზნესის მხარდაჭერა ლოჯისტიკური პროცესების ოპტიმიზაციისა და მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდების გზით.
MBG Logistic
როგორ ვმუშაობთ — 4 მარტივი ნაბიჯი
ონლაინ დაჯავშნა
შეავსეთ მარტივი ფორმა ჩვენს ვებ-გვერდზე. მონიშნეთ ტვირთის ტიპი, მისამართი და თქვენთვის სასურველი დრო. ჩვენი სისტემა მომენტალურად დააფიქსირებს თქვენს მოთხოვნას.
დეტალების დაზუსტება
თქვენი განაცხადის მიღებისთანავე, კომპანიის წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ დეტალების შესათანხმებლად. ჩვენ შევარჩევთ ოპტიმალურ სატრანსპორტო საშუალებას თქვენი ტვირთის სპეციფიკიდან გამომდინარე.
ცოცხალი მონიტორინგი
ჩვენთან გამჭვირვალობა პრიორიტეტია! შეკვეთის დადასტურების შემდეგ, თქვენ გადმოგეცემათ კამერების სპეციალური ბმული, რომლის მეშვეობითაც რეალურ დროში შეძლებთ თვალი ადევნოთ თქვენი ტვირთის მდგომარეობასა და გადაადგილების მარშრუტს.
უსაფრთხო მიწოდება
ჩვენი პროფესიონალი მძღოლები უზრუნველყოფენ ტვირთის დანიშნულების ადგილზე დროულ და უსაფრთხო მიტანას. პროცესი სრულდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც თქვენ დაადასტურებთ ტვირთის წარმატებულ მიღებას.
ლოჯისტიკის სერვისი
ინდივიდუალური მიდგომა
ინდივიდუალური მიდგომა
- ჩვენ არ ვთავაზობთ სტანდარტულ პაკეტებს. ვქმნით ლოჯისტიკურ გადაწყვეტებს, რომლებიც იდეალურად ერგება თქვენი ტვირთის სპეციფიკასა და ბიზნესის მოთხოვნებს.
პროფესიონალთა გუნდი
პროფესიონალთა გუნდი
- მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, პროფესიონალი მძღოლები, რომლებიც ზრუნავენ თქვენს ტვირთზე ჩატვირთვიდან დანიშნულების წერტილამდე.
გამოცდილება და მოქნილობა
გამოცდილება და მოქნილობა
- წლების მანძილზე დაგროვებული ცოდნა და საიმედო პარტნიორების ქსელი გვაძლევს საშუალებას, ეფექტურად ვმართოთ პროცესები. სწრაფი რეაგირება სატრანსპორტო გამოწვევებზე.
ხარჯეფექტურობა
ხარჯეფექტურობა
- ჩვენი მიდგომები გეხმარებათ მიიღოთ საუკეთესო მომსახურება კონკურენტულ ფასად.
MBG Logistic
რატომ უნდა აირჩიოთ MBG ლოჯისტიკა?
ჩვენი წარმატება დაფუძნებულია ხუთ მთავარ პრინციპზე, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი ტვირთის უსაფრთხო და დროულ მიწოდებას.
